რეგიონი
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უვადო პატიმრობა მისჯილი მამუკა გაწერელიას საკითხი დააყენა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი აფხაზეთიდან დევნილი ,,აზოვსტალის მცველის'' 23 წლის მამუკა გაწერელიას საკითხი დააყენა, რომელსაც რუსეთმა რამდენიმე თვის წინ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი მამუკა გაწერელია 2022 წლის 20 მაისს ტყვედ მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას “აზოვსტალის” დატოვების შესახებ. გაწერელია, რომლის ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა.

რადიო ,,ათინათი'' პატიმრის დედას დალი ჩხეიძეს დაუკავშირდა, მან გვითხრა, რომ ელოდა პრეზიდენტის ასეთ გადაწყვეტილებას.

,,მიმართვა მქონდა გაგზავნილი პრეზიდენტისთვის, ეტყობა ჩაერია არასამთავრობოები და მიაწვდინეს პრეზიდენტს ხმა, მოლოდინი მქონდა რომ წამოაყენებდა ამ საკითხს'', - გვითხრა მამუკას დედამ.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება.

"საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას'', - აღნიშნულია პრეზიდენტის ვებგვერდზე.

ცნობისთვის, შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმარკი და ვიცე - პრემიერი იულია სვირიდენკო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
19 ივლისს, თიბისის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიის "შემეცნებითი ტურნე რეგიონების" ფარგლებში შემდეგი შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
23 / ივლისი 2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (Naec) მონაცემებით, ზუგდიდში, მე-4 სკოლის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 278
23 / ივლისი 2024
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022-2023 წლებში 14 911-მა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა. მათგან 8 502 ბიჭი, ხოლო 6 409
23 / ივლისი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული შადრევნის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 14 000 ლარის ღირებულების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
18 / ივლისი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.