ახალი ამბები
მოსკოვში თვლიან, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა სოჭის აეროპორტს განტვირთავს
სოხუმის აეროპორტის გახსნა სოჭის აეროპორტს და ადლერის საგუშაგოს განტვირთავს, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განცახადა.

მისივე თქმით, „ეს გაადვილებს, რუსეთის მოქალაქეების შესვლას აფხაზეთში და გაზრდის ტურისტულ ნაკადს“.

„აფსადგილ ინფოს“ თანახმად, ვოლვაჩი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „სამუშაო ჯგუფთან“ ერთად იმყოფებოდა.   .

მანამდე, აფხაზმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის განახლებული აეროპორტიდან ფრენები რუსეთის შვიდ ქალაქში შესრულდება, ხოლო საჰაერო ნავსადგურის გახსნა კი 2025 წლის დასაწყისში იგეგმება.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს განცხადებით, საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
13 / მაისი 2025
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 106 პირი იყო. აქედან 88 - მდედრობითი, 18 - მამრობითი სქესისაა.
12 / მაისი 2025
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეეგუა რეალობას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ესაა დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ "რია ნოვისტისთან" ინტერვიუში თქვა.
12 / მაისი 2025
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2025 წლის აპრილში, სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 236-ით შემცირდა. აპრილის მონაცემებით, ეს რიცხვი 44, 089-ია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.