ახალი ამბები
მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" მარტვილის მერიასთან აქციას გამართავს
ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 29 ივნისს, 16:00 საათზე, მარტვილის მერიასთან აქციას აანონსებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მათ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს.

"ერთად დგომას და ერთმანეთის მხარდაჭერას აქვს ის ძალა, რასაც შეუძლია ჩვენი სიცოცხლის, ბუნების და მომავლის გადარჩენა - მოსპობის, განადგურებისა და დამახინჯებისგან. შეგახსენებთ, რომ კანიონზე უკანონო მშენებლობას შეეწირა შველი", წერენ ორგანიზატორები.

ისინი მოქალაქეებს ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იბრძვიან არამხოლოდ ბალდელების, არამედ ყველას სასიკეთოდ.

ინფორმაციისთვის, თვეებია, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია "კანიონ 350"-ს სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და ტერიტორიის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, 11 ივნისს, გვიან ღამით მოძრაობის წევრებს სანადირო თოფითა და დანებით თავს დაესხნენ და მათი ორი წევრი დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.


ამავე თემაზე:

პოლიციამ ბალდის კანიონის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავა

ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, დაკავებულია ორი პირი

ბრაკონიერობა ბალდის კანიონზე - მოქალაქეს ტომარაში შვლის დანაწევრებული ხორცი ედო

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი არ შეუშვეს - დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბალდის კანიონის ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება შეფასდება - დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად ადგილობრივთა პროტესტი გრძელდება

ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

ბალდის კანიონის იჯარის წესით გასხვისების საწინააღმდეგო სარჩელს სასამართლოში შეიტანენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
19 ივლისს, თიბისის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიის "შემეცნებითი ტურნე რეგიონების" ფარგლებში შემდეგი შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
23 / ივლისი 2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (Naec) მონაცემებით, ზუგდიდში, მე-4 სკოლის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 278
23 / ივლისი 2024
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022-2023 წლებში 14 911-მა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა. მათგან 8 502 ბიჭი, ხოლო 6 409
23 / ივლისი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული შადრევნის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 14 000 ლარის ღირებულების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
18 / ივლისი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.