გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან, დაუდგენელმა პირებმა, 75 წლის გივი ძანძავა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულის შვილები ბიზნესმენები არიან , გამტაცებლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახს და გამოსასყიდის სახით 100 000 დოლარს ითხოვენ.
გალის ქართული ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ოთარ გოგოხიას განცხადებით, გალის რაიონში, ბოლო პერიოდში, კრიმინოგენული სიტუაცია დაიძაბა და ქართველთა გატაცებებიც გახშირდა.
მასალის გამოყენების პირობები