ახალი ამბები
დააკავეს ფსოუს ე.წ. საგუშაგოსთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები
ფსოუზე, ე.წ. საგუშაგოს ზონასთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს, ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს.

„გრძელდება ოპერატიული სამუშაოები, არიან პირები, რომლებიც [განყოფილებაში] მიიყვანეს, როგორც ეჭვმიტანილები საზღვართან ჩადენილ დანაშაულში, რომლის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. ისინი იკითხებიან, დგინდება მათი მონაწილეობა დანაშაულში“, - უთხრეს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალურ პროკურატურაში“.

დე ფაქტო შსს - ს უფროსის რობერტ კიუტის განაცხადებით, „დაკავებულია ოთხი ადამიანი, სამი მათგანი აფხაზეთიდან, ერთი კი რუსეთიდანაა“.

„ჩვენ ისინი ღამით დავაკავეთ, სამი სოხუმში, ერთი კი სოჭში [აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთქმედების ფარგლებში] ეჭვმიტანილმა ვერ მოასწრო ფსოუდან ადლერში გადასვლა, ის დააკავეს“, - აღნიშნა კიუტმა.

მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ რუსული მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ „აფხაზეთის საბაჟო პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, არ არის საავტომობილო ტრანსპორტის შეფერხება აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის კვეთისას, ორივე მიმართულებით“.

23 ივნისს, ოკუპირებული აფხაზეთში მომხდარი სროლის შედეგად მოკლეს ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.

გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურამ ფსოუს „საგუშაგოსთან“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.