ახალი ამბები
სოხუმელი მილიციელის წინააღმდეგ ე.წ. პროკურატურამ ძალადობის ფაქტზე საქმე აღძრა
სოხუმის ე.წ. პროკურატურამ მილიციის ლეიტენანტ მანჩი კიახბას წინააღმდეგ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალური პროკურატურის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„წინასწარი გამოძიების ორგანომ დაადგინა, რომ ქალაქ სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს „მაიაკის“ მილიციის განყოფილების საგამოძიებო განყოფილების თანამშრომელმა, „2024 წლის 3 თებერვალს, სამუშაო ადგილზე ყოფნისას, დაკავებულ ასტამურ საბეკიას მუშტებით სულ მცირე 11 დარტყმა მიაყენა, რითაც დააზიანა შსს-ს პრესტიჟი“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აქვე დაზუსტებულია, რომ მოტივი შურისძიებაა საბეკიას ქმედებებისთვის - ეს უკანასკნელი მანამდე „ხელისუფლების წარმომადგენლებზე ძალადობისა და შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს“.

ცოტა ხნის წინ, აფხაზურმა ტელეგრამ - არხმა RESPUBLICA-მ სოხუმის ე.წ. მილიციის თანამშრომლის მიერ მამაკაცის ცემის კადრები გამოაქვეყნა. მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ძალა გამოიყენა „ახალი რაიონის“ განყოფილების თანამშრომელმა მანჩი კიახბამ, რომელიც დაკავებულს სხვა პოლიციელების თანდასწრებით ურტყამდა.

ინციდენტს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „შინაგან საქმეთა სამინისტროში“ გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. ამავე ცნობით, დე ფაქტო შსს-ს მინისტრმა გასცა ბრძანება ფაქტზე „შიდა გამოძიების“ ჩატარების შესახებ. „შემოწმების“ შედეგად, მილიციის ერთ- ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, დანარჩენები კი დაჯარიმდნენ.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის მაისში გალში ცემის შედეგად გარდაცვლილი თემურ კარბაიას საქმეზე დაკავებული მილიციელები პატიმრობიდან გაათავისუფლეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.