ახალი ამბები
დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი - განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, რომელიც მათი თქმით, რამდენიმე კვირიანი საჯარო განხილვებისა და სხვადასხვა უწყების, ორგანიზაციების თანამონაწილეობით მომზადდა.

ამავე ცნობით, დოკუმენტი ეფუძნება ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიც არის:

პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება

სახელმწიფოებრივი აზროვნება

ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა

სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა

ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა

თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება

სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა

მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა

ინკლუზია, ტოლერანტობა და სამართლიანობა

მაღალი სამოქალაქო ცნობიერება

ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები

უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა

გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება

ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება

აკადემიური ცოდნა და წიგნიერება

კომუნიკაციის მაღალი კულტურა

ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, აღნიშნული დოკუმენტი სამინისტრომ 22 აპრილს წარადგინა. ის განათლების სფეროს ერთგვარი კონსტიტუციაა, რომელიც 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.