ახალი ამბები
ზუგდიდში ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე 55 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
დღეს ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლაში განთავსებულ ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე საგამოცდო სესიაზე რეგისტრირებული 402 აბიტურიენტიდან 55 არ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნანი კოკელაძემ უთხრა.

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში გამოცდას უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების 347 მსურველი წერს.

"პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა", - ამბობს ის.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოცდების ჩასაბარებლად გადმოსული აბიტურიენტების რიცხვს, ამის შესახებ რესპონდენტს ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 403 აბიტურიენტიდან მე-4 სკოლაში 368 გამოცხადდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.