ახალი ამბები
ზუგდიდში 15 ივლისს ვლაქერნობა აღინიშნება
15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ზუგდიდის დადიანების სასახლის მუზეუმში, სადაც კვართი ინახება, დილის 9 საათიდან დაიწყება ტრადიციული მსვლელობა და ის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში კვართის დაბრძანებით დასრულდება. იქ წირვა-ლოცვას მეუფე გერასიმე აღავლენს.

"სტუმრების ვინაობა ჯერ არ არის დაზუსტებული, რაც შეეხება მსვლელობას, ის ტრადიციულად, დილის 9 საათზე დაიწყება დადიანების მუზეუმიდან, გამოვაბრძანებთ კვართს, მსვლელობა გაგრძელდება ბულვარის გაყოლებით, მოზაიკურ ნიშთან კი 5-10 წუთი შევჩერდებით და მცირე დოქსოლოგიას გადავიხდით. შემდეგ, გაგრძელდება მშენებარე ტაძრამდე, შეაბრძანებენ სიწმინდეს და იქნება წირვა-ლოცვა. მისი დასრულების მერე, მრევლს მიეცემა საშუალება, ემთხვიოს ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სამოსელს", - უთხრა რადიო "ათინათს" მამა იოანე აკობიამ.

მისივე ცნობით, კვართი ტაძარში საღამომდე, დაახლოებით, 8-9 საათამდე იქნება დაბრძანებული.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება

ვლაქერნობის წირვას ზუგდიდში პარლამენტის თავმჯდომარე ესწრება

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.