ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში კვორუმი კვლავ ვერ შედგა, სხდომა 30-ედ ჩაიშალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კვორუმის არარსებობის გამო, დაახლოებით, სამი თვეა, სხდომების განახლებას ვერ ახერხებენ. დღეს იგი 30-ედ ჩაინიშნა, თუმცა მალევე ჩაიშალა. დღის წესრიგის მიხედვით, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის, ასევე, მისი ორივე მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა ადგილზე კვლავაც არ მივიდნენ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები.

"მათი ბოიკოტის ფონზე, შეჩერებულია რიგი საკითხების განხილვა, მათ შორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებით 3 მილიონი ლარის ასახვა, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის 710 000 ლარის დამატება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის 1700 დევნილისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური კონცეფცია. მოვუწოდებ, ქართულ ოცნებას, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე, გამოცხადდნენ სხდომებზე და ნუ აფერხებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას", - განმარტავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, მან 28 ივნისს ზუგდიდის მერს და"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას წერილით მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტონ საკრებულოს საქმიანობის ბოიკოტირება.

ინფორმაციისთვის, საკრებულოში თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" 10 აპრილს დაარეგისტრირეს. 31 მაისიდან წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა შეფერხებულია. ამ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შენობაში არ გამოცხადდნენ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი, სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, რეგისტრაცია არ გაიარეს.

განახლებულ სხდომაზე კი პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის - ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად "ახალის" წევრების თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენებას კენჭი უნდა უყარონ.

გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარისა და კომისიის ხელმძღვანელების გადაყენება 21-ედ გადაიდო

ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ზუგდიდში კვლავ გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოში "ენმ" და "ქართული ოცნება" არ გამოცხადდა - თავმჯდომარის გადაყენება კვლავ გადაიდო

სხდომა, რომელზეც საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა გადაეყენებინათ, ჩაიშალა

ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში

მომავალ კვირაში ზუგდიდის საკრებულო ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მოადგილეებისა და თანამდებობის პირების გადაყენებას განიხილავს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
დღის სიახლეები
10 / ოქტომბერი 2024
სამეგრელოში მექორწინე ოჯახებს შორის, წინასწარ ხდებოდა მოლაპარაკება-შეთანხმება მაყრიონის წევრთა რაოდენობაზე.
10 / ოქტომბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა და "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს საარჩევნო
10 / ოქტომბერი 2024
ჰიდროელექტროსადგური "ენგურჰესი" სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.