სოფელ დვანში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების გაბმის პროცესი განაახლეს. დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ზაზა კოპაძის განაცხადებით, რუსმა სამხედროებმა გუშინ დილიდან განაახლეს მავთულხლართების გაბმა და ე.წ. საზღვარი 600 მეტრით გადმოსწიეს. მისივე განმარტებით, დვანში ეს პროცესი ერთ თვეზე მეტი შეჩერებული იყო, თუმცა გუშინ დილიდან განახლდა.
ზაზა კოპაძის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ქარელის გამგებელი ზაზა გულიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები