რეგიონი
6 თვეში უკანონო თევზჭერის 332 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 332 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 140 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყების ცნობით,  ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა, ჩოგან-ბადე და სხვა. ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 243 კგ-ს გადააჭარბა.

,,მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 2400 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 200 მეტრზე მეტი სიგრძის თოკზე მობმული ნემსკავი და 31-ზე მეტი ერთეული თევზმახე - ე.წ. ოჩხი. ბადეები ამოღებულია: აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეების - ჭოროხის, კაპარჭინას, სუფსისა და აჭარისწყალის კალაპოტიდან, ასევე - ლაშთანის ტბიდან; მცხეთა მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარე მტკვრიდან, ასევე, ჟინვალისა და სიონის წყალსაცავებიდან; ცენტრალური ოფისის თანამშრომლების მიერ კი, თბილისის ზღვიდან. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია’’, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

დეტარტამენტის განმარტებით, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.