ახალი ამბები
ოჩამჩირის რაიონში ამერიკული თეთრი პეპელა ისევ გავრცელდა

ამერიკულმა თეთრმა პეპელამ ოჩამჩირის რაიონს დიდი ზარალი მიაყენა, ამის შესახებ “აფსნიპრესს“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ე.წ. სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გერიამ განუცხადა.


მისი თქმით, მიუხედავად ამისა, „სამინისტრო“ ამ ეტაპზე არ ატარებს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს მავნებლის წინააღმდეგ.

„ახლა ამერიკული თეთრი პეპლის მეორე თაობაა გავრცელებული. არსებობს დიდ ტერიტორიებზე მესამე თაობის გაჩენის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში, მონიტორინგი ამას გამოავლენს. ახლა, მთავარია ზომების მიღება მისი გავრცელების პრევენციისთვის“, - განმარტა მან და დასძინა, რომ ამერიკული თეთრი პეპელა „აღმოსავლეთ აფხაზეთის მცენარეებზე უფროა მოდებული, ვიდრე დასავლეთში“, რაც გამოწვეულია „ბუნებრივი მახასიათებლებით“.

„ამერიკული თეთრი პეპელა პოლიფაგური მავნებელია და აზიანებს 300-ზე მეტ სახეობის ხეხილს, დეკორატიულ და ტყის კულტურას. იკვებება თუთის, ვაშლის, მსხლის, ბოსტნეულის კულტურებით. ამრიგად, ის აზიანებს ნათესებსა და მცენარეებს. მაგრამ ციტრუსებისთვის უვნებელია“, - განმარტავს გერია.

აფხაზეთში ამერიკული თეთრი პეპელა 2018 წელს გამოჩნდა, გავრცელებული ინფორმაციით, მან რესპუბლიკაში სოჭიდან შემოაღწია. მავნებლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები რესპუბლიკაში 2019 წელსაც გატარდა მთელს სანაპირო ზოლზე. მაშინ მწერი ყველაზე მეტად გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის რაიონებში იყო გავრცელებული, ხოლო უფრო გვიან 2022 წელს გუდაუთის სოფლები დააზარალა



 

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.