ახალი ამბები
მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად მარტვილის მერია 8 500 ლარს გამოყოფს
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსებისთვის 8 500 ლარი გამოყოფს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გასაწევი მომსახურება ითვალისწინებს:

დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირებას, სპეციალური ავტოტრანსპორტით

იზოლირებას ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით

დეჰელმენტიზაციას (დამუშავება ჭიებზე, გარე პარაზიტებზე)

სტერილიზაცია/კასტრაციას

ვაქცინაციას

იდენტიფიკაციას (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით ან საჭიროების შემთხვევაში ჩიპით)

თავშესაფარში მყოფი ცხოველის კვებას, სპეციალური ქარხნული წარმოების საკვებით

სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში, მის ევთანაზიას (ევთანაზიის დროს უნდა შედგეს ვეტერინარი ექიმის მიერ შესაბამისი აქტი)

ევთანაზიის საჭიროების შემთხვევაში საკითხის ინდივიდუალურად შეთანხმებას ცხოველთა დაცვის დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენელთან

დოკუმენტაციაში ასევე მითითებულია, რომ თავშესაფარში უნდა იყოს საოპერაციო და თერაპიისთვის განკუთვნილი ოთახები. აუცილებელი მოთხოვნაა, დაწესებულებას ჰქონდეს წყალმომარაგება და ელექტროენერგია, უნდა შედგებოდეს როგორც საიზოლაციო, ასევე საკარანტინე ვოლიერების, კედლების, ჭერისა და იატაკისგან.

უმეთვალყურეოდ მიტოვებული პატრონიანი ძაღლის იზოლირებისას, თავშესაფარი ვალდებულია ითანამშრომლოს სხვადასხვა დაწესებულებასთან, რათა მეპატრონეს დაუბრუნდეს დროულად.

ტენდერში წინადადებები 22-დან 24 ივლისის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კომპანია კი ვალდებული იქნება ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
05 / თებერვალი 2026
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.