ახალი ამბები
დევნილი ოჯახებისთვის ქულების მინიჭების წესში ცვლილებების შესატანად პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, დევნილ ოჯახს ქულათა ის რაოდენობა შეუნარჩუნდება და ისეთივე საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი, როგორსაც ის ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა.

"დღეს არსებული წესის თანახმად, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემამდე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის განსახლება არსებული ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით ხორციელდება. ოჯახის წევრის გარდაცვალება ამ ოჯახისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობაზე აისახება და ოჯახს, ოჯახის წევრთა რაოდენობის შემცირების გამო, ქულა აკლდება", - მითითებულია დოკუმენტში.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა და მონიტორინგი ხანგრძლივი პროცედურაა. ოჯახის წევრის გარდაცვალების შედეგად ქულების დაკლების გამო კი დევნილი ოჯახი იმ ფართობის საცხოვრებელს ვერ მიიღებს, რაც იქამდე უნდა მიეღო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.