რეგიონი
სვანეთის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
სვანეთში, სოფელ ეცერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც გზა რამდენიმე საათი ჩაკეტილი იყო.

ინფორმაცია ფოტოსთან ერთად სოციალურ ქსელში მოქალაქე ნინი ნაკანმა გუშინ საღამოს გაავრცელა.

,,ორი საათი გავიდა რაც მეწყერის პირისპირ ვდგავართ უამრავი ადამიანი. პირველი მანქანით ჩვენ გავჩერდით და ამის შემდეგ 50 - მდე მანქანაა მოგროვდა ირგვლივ, რომელშიც უამრავი ტურისტი, ბავშვი, მოხუცი და ახალგაზრდები ვართ თავმოყრილი და შევცქერით უზარმაზარ ტალახისა და ქვის მასას, ეს ყველაფერი ხდება მესტიისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ეცერთან ახლოს, შავღელეზე. ორი საათია პანიკაში მყოფი ხალხი ერთმანეთს ვამხნევებთ და იმედით ველოდებით ტექნიკას, რომელიც უნდა მოვიდეს და გაწმინდოს აქაურობა, მაგრამ ამაოდ… ყველაფერს ართულებს ის რომ წვიმს და ძალიან ცივა, ამავდროულად უკვე ღამდება და რეაგირება არ ჩანს არანაირი. იქნებ ყურადღება გამოიჩინოთ და შექმნათ წინასწარ ისეთი სიტუაცია, რომ ასეთ მომენტებში დროული რეაგირება მოხდეს, სირცხვილი ტურიზმის განვითარებაზე რომ ისევ გვაქვს პრეტენზია… ელემენტარული ადგილობრივი მოსახლეობა არ იმსახურებს მსგავს დამოკიდებულებას’’, - წერს ის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს დილით რადიო ,,ათინათს’’ დაუდასტურა, რომ გუშინ საღამოს ძლიერი ნალექის შედეგად, ტალახის მასამ გზა ჩაკეტა, მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ116 მონაკვეთზე, მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.