ახალი ამბები
მოქალაქემ „სერვისების განვითარების სააგენტოს“ სასამართლო დავა მოუგო - TI - საქართველო
მარტვილის მცხოვრებმა შორენა ფონიავამ „სერვისების განვითარების სააგენტოს“ წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ცნობით, მოქალაქის სარჩელი ეხებოდა „სერვისების განვითარების სააგენტოდან“ მის უკანონო გათავისუფლებას.

TI - საქართველოს იურისტი და სასამართლოში მომჩივნის ადვოკატი ვიქტორ კვიტატიანი რადიო „ათინათთან“ ამბობს, რომ თავდაპირველად, სარჩელი სენაკის რაიონულ სასამართლოში დაკმაყოფილდა, შემდეგ კი აპელაციისას, მოპასუხე მხარემ ფონიავას ინტერესების დამცველს განაცდურის ანაზღაურება და პოზიციაზე აღდგენის წინადადება შესთავაზა, რაზეც მომჩივანი დასთანხმდა.

„სასამართლოზე არგუმენტი იყო ის, რომ სააგენტოში რეორგანიზაცია არასწორად ჩატარდა. სწორედ მის საფუძველზე გათავისუფლდა შორენა ფონიავა. რეორგანიზაცია ისე ჩატარდა, რომ ფონიავას სამსახურიდან გაშვებას მოარგეს მთელი პროცესი, ეგ იყო მიზანი. ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ. დავუმტკიცეთ, რომ შორენა ფონიავა არ იყო ის კანდიდატი, ვისი გაშვებაც აუცილებელი იყო რეორგანიზაციის შედეგად. მოპასუხეს, „სერვისების განვითარების სააგენტოს“ შეეძლო ფონიავა სხვა პოზიციაზე დაენიშნა ან შეეთავაზებინა სხვა პოზიცია, რაც არ გააკეთა. ეს დავანახეთ სასამართლოს, პირველი ინსტანცია მოვიგეთ, შემდეგ კი თვითონ წამოვიდნენ დათმობაზე, რადგან აშკარა იყო, რომ სასამართლოზე ჩვენ დადებითი შედეგი გარანტირებული გვქონდა“, - ამბობს იურისტი.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ფონიავა აღადგინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე გაზრდილი ხელფასით,ხოლო კომპენსაციის სახით, 10 000 ლარი გადაუხადეს.


ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.