ახალი ამბები
ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე გარემოვაჭრეები სიტყვიერად გააფრთხილეს, რომ ტერიტორიიდან დახლები აიღონ
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე დასაქმებული გარემოვაჭრეების თქმით, ისინი გააფრთხილეს, რომ ტერიტორიიდან დახლები აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე ფინანსური სანქციები დაწესდება.

"გარემოვაჭრეებს გვეუბნებიან, დავტოვოთ ტერიტორია,მე კი ლუკმა-პურის ფული უნდა გამოვიმუშაო. მხოლოდ მე ვარ ზედმეტი აქ? გვითხრეს, თუ არ წახვალთ დაგაჯარიმებთო. მე ვეცდები განცხადება დავწერო და მივმართო შესაბამის სამსახურებს. თუ კანონია, მაშინ ყველგან ერთნაირად უნდა აღსრულდეს, ბაზრის ტერიტორიაზე ვეღარ გაივლის ადამიანი და ჩვენ ვის ვუშლით ხელს, კუთხეში ვსხედვართ. კი, ცოტა გავაფართოვე ტერიტორია, მაგრამ ვუთხარი, რომ მოვაშორებდი დამატებულს. არ ვიცი, ველოდები რას იზამენ", - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ რადიო "ათინათთან".

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე გარემოვაჭრეები მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილეს, რადგან ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებას აფერხებდნენ.

"კანონდარღვევაა გარევაჭრობა და შესაბამისად, იქ მოქალაქეების გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. სავალ ნაწილზე მოძრაობა შეფერხებული იყო. აქედან გამომდინარე, ისინი სიტყვიერად გააფრთხილეს. არ პროცესი ყველა გარემოვაჭრეს ეხება და არ არის შერჩევით. ქალაქში აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არაერთხელ გამართულა, მოვაჭრეების შესთავაზეს ალტერნატიული ლოკაციები", - ამბობენ მერიაში.

ცნობისთვის, გასულ წელს, გარემოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ 2023 წლის მაისიდან ბაზრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობა აიკრძალებოდა, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა.

ზუგდიდის მერიასა და პროტესტის მონაწილეებს შორის ვაჭრობისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რადგან გამყიდველების თქმით, უცხო სივრცეში ვაჭრობით მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდებოდა.

ქალქში ეს საკითხი დღემდე ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარედ სხედან ყველგან, მათ შორის, პარკინგის ადგილებზე.


ამავე თემაზე: 

გარევაჭრობა ზუგდიდში - ქალაქი არაფორმალური ეკონომიკის პირისპირ (ფოტორეპორტაჟი)

შესაძლოა უნებართვო გარევაჭრობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს

"გარევაჭრობის საკითხზე სამოქალაქო სექტორთან ერთად ვიმსჯელებთ" - ზუგდიდის მერის მოადგილე

"დაკავებულ ტერიტორიას უმტკივნეულოდ გავათავისუფლებთ" - ზუგდიდის მერია გარევაჭრობაზე

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ

ზუგდიდში გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გზა გადაკეტეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
დღის სიახლეები
16 / სექტემბერი 2024
16 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა
16 / სექტემბერი 2024
დღეს, 16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. მათ შორისაა GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაც, სადაც დილით, პირველი ზარის დარეკვამდე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
16 / სექტემბერი 2024
დღეს, სოხუმში თავს დაესხნენ აფხაზ ჟურნალისტს დავით გობეჩიას და მოძრაობა “ხარახპიცუნდას” აქტივისტს ლია აგრბას, წერს „ეხო კავკაზა“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.