ახალი ამბები
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დაიწყო
აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დღეს, 3 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან დაიწყო.

აბიტურიენტები პირველ ჯერზე ქართული ენისა და ლიტერატურის და ოსურის ენის გამოცდების პირველადი შედეგებს შეიტყობენ. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. 

ამავე ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/entrantdefault , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გამოქვეყნება 5 აგვისტოდან უცხოური ენის შედეგით განახლდება. 

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.“- ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს დასრულდა.

2024 წლის 3 ივლისიდან აბიტურიენტებმა გამოცდები სხვადასხვა საგანში, მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში ჩააბარეს.

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 10 000-ზე მეტმა აპლიკანტმა შეავსო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
04 / ივნისი 2026
„ქართული სუფრა - აკადემიაა“, ამბობენ და ეს გამოთქმა განსაკუთრებით ნათლად იკვეთება მეგრული ტაბაკობის ტრადიციებში.
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.