ახალი ამბები
სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ე.წ. სამინისტროს სერგეი შამბა უხელმძღვანელებს,შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ.

ინფორმაცია სერგეი შამბას „საგარეო საქმეთა მინისტრად“ შესაძლო დანიშვნის შესახებ, ივნისის ბოლოს ტელეგრამის არხმა RESPUBLICA - მ გაავრცელა.

შამბა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1997 წლის მაისიდან და 2004 წლის ივნისამდე. 2004 წლის 15 დეკემბერს ის კვლავ ჩაუდგა „სამინისტროს“ სათავეში. 2010-2011 წლებში იყო „პრემიერ-მინისტრი“, 2020 წლის ივლისიდან დღემდე კი „უშიშროების საბჭოს მდივანი“ იყო.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სერგეი შამბას ნაცვლად „უშიშროების საბჭოს“ მდივნად რაულ ლოლუა დაინიშნა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან 7 მაისის განკარგულებით გაათავისუფლა და მისი მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას. მოგვიანებით, არძინბამ დაწერა, რომ თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით დატოვა და რუსეთში ტელეწამყვანი გახდა.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. აფხაზი პოლიტიკოსი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014 - 2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არძინბა ხშირად აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკით გამოდიოდა.

2023 წლის ნოემბერში, ინალ არძინბამ განაცხადა, "კარს დაუხურავს" ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ და მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერტიფიკატების გაცემა. USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი კი „აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.

არძინბამ აქტიურად დაუჭირა მხარი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას. დოკუმენტი განსახილველად უკვე გადაეცა ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
დღის სიახლეები
16 / სექტემბერი 2024
16 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა
16 / სექტემბერი 2024
დღეს, 16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. მათ შორისაა GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაც, სადაც დილით, პირველი ზარის დარეკვამდე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
16 / სექტემბერი 2024
დღეს, სოხუმში თავს დაესხნენ აფხაზ ჟურნალისტს დავით გობეჩიას და მოძრაობა “ხარახპიცუნდას” აქტივისტს ლია აგრბას, წერს „ეხო კავკაზა“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.