რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ სავალალო ვითარებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ - „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“
ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ სავალალო ვითარებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ. ამის კიდევ ერთი საგანგაშო მაგალითია ახლახანს მომხდარი "შავი არქეოლოგიის" ფაქტი ოჩამჩირის რაიონში, სადაც მერკულის ნაქალაქარი გაძარცვეს, - ამის შესახებ განცხადებას „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში და კერძოდ, აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ დაუყოვნებლივი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

"საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობისთვის" უკვე მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობისა და კომუნიკაციის თხოვნით, თუმცა, ჯერჯერობით, ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

,,Საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" აქტივისტები იყვნენ პირველები, ვინც მოახერხეს აფხაზეთის ომიდან 30 წლის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლა და ადგილზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დღევანდელი მდგომარეობის საფუძვლიანი ფოტოფიქსაცია-შესწავლა. შედეგად, ჩვენი ორგანიზაციის აქტივისტებმა ჯამში შეისწავლეს და ფირზე აღბეჭდეს 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ადგილზე სიტუაციის შესწავლამ ცხადყო, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლის ორგანიზებული პროცესი, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება-განადგურებასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში გამოიხატება. რამდენიმე ძეგლზე, გაურკვეველი მიზნით და სათანადო სტანდარტების უხეში დარღვევით, დღემდე მიმდინარეობს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები, რაც საფრთხეს უქმნის მათი ავთენტური იერსახის შენარჩუნებას. Კვლევის შედეგები გავაცანით საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ, ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტს და "იკომოსს" და მოვუწოდეთ მათ, გამოეყენებინათ ყველა არსებული ბერკეტი ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენმა ორგანიზაციამ საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საერთაშორისო ყურადღების და მხარდაჭერის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისაკენ მოუწოდა, რის შესახებაც ველით მათგან სათანადო გამოხმაურებას’’, - აღნიშნულია განცხადებაში.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა სახელმწიფო უწყებას და არასამთავრობო ორგანიზაციას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები, რათა სათანადო სპეციალისტების ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული პროცესი აფხაზეთში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.