რეგიონი
გიორგი გახარიამ ზუგდიდში პარტიის ოფისი გახსნა (ფოტო)
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის “საქართველოსთვის” ზუგდიდის ოფისი გახსნა და შეხვედრა ადგილობრივ მხარდამჭერებთან გამართა.

მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბრის უფლება არ აქვს.

„როდესაც „ოცნებასთან“ ჩვენი გზები გაიყო და გაიყო მაშინ, როცა აშკარა გახდა, რომ ადამიანები იმისთვის, რომ თბილი კაბინეტები, სავარძლები, ძალაუფლება და მოპარული ფული შეენარჩუნებინათ, ღირსება დაკარგეს. ისინი დღეს მზად არიან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ. აფხაზეთს და სამაჩაბლოს არავინ გვაჩუქებს! რუსეთს, ჩვენ ნაცვლად, ოკუპაციაზე არავინ და ვერავინ დაელაპარაკება. ამ ყველაფრიდან ჩვენი ყველაზე დიდი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, არჩევნები, რომელზეც, მე დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ მიიღებს საკადრის პასუხს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებაზე შეკრებილები იყვნენ პარტიის წარმომადგენლები სამეგრელოს რაიონებიდან, მათ შორის სენაკი-ჩხოროწყუ-ზუგდიდის დეპუტატი ალეკო მოწერელია, ზუგდიდის ყოფილი მერი გეგა შენგელია და ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გიგა ფარულავა.

გახარის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები გარდამტეხი ცვლილებების მომტანი იქნება ქვეყნისთვის, რომელიც ქვეყანას განავითარებს, ვინაიდან მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავარი ძალა ახლა კორუფცია და ნეპოტიზმია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.