ახალი ამბები
გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუს-მა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
სოხუმში აცხადებენ, რომ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “აფხაზეთში არალეგალური მიგრაციის არხის ჩაახშო“.

დე ფაქტო სუს - ის ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ (ბღოურაში) მეორე ოტობაიაში „აფხაზეთის ბინადრობის ნებართვის მქონე“, საქართველოს ორი მოქალაქე, რემიკო (50 წლის) და მურთაზ (57 წლის) ჭითანავები დააკავეს.

"დაკავებულთა მფლობელობაში არსებულ სახლებში აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა, ргд 5, ტროტილი 1600 გ პლასტიდი - 45 გ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, დე ფაქტო სუს - ის თანამშრომლებმა, რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უკანონოდ ცდილობდნენ „აფხაზეთიდან საქართველოში შესვლას“. დიმიტრი დენისოვს და ალექსანდრე ლუზენინს ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში 1979 წელს დაბადებული არჩილ საქანია დაეხმარა. აქვე აღნიშნულია, რომ მანამდე, რუსეთის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში ყალბი დოკუმენტებით ჩავიდნენ. აქვე ვკითხულობთ, რომ "დაკავებულების მიმართ ტარდება აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებები".

საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.