ახალი ამბები
წალენჯიხაში მე-10 საუკუნის ნაეკლესიარი აღმოაჩინეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ჩვინარეს ხეობაში არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად, მე-10 საუკუნის დარბაზული ტიპის ტაძარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია რადიო "ათინათს" ეუბნება, რომ ამ ეტაპზე ტაძრის შესახებ ძალიან მწირი ცნობები არსებობს და უკვე მიმდინარეობს ნანგრევების სიღრმისეული შესწავლა.
"შეიძლება ითქვას, რომ სამეგრელო არქეოლოგიური ექსპედიციებით დიდად განებივრებული არ არის. ბოლოს, ალბათ, ნაპო ზაქარაიას ნოქალაქევი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ექსპედიცია. შარშან, მუჟავაში, ჩვინარეს ხეობაში არქეოლოგიური ინსტიტუტების დოქტორანტები მუშაობდნენ სამარხზე, რომლის გასუფთავების შემდეგ, აღმოჩნდა ტაძრის კედლები და დაიგეგმა ექსპედიცია. ის წალენჯიხის მერიის მიერ 10 000 ლარით დაფინანსდა. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა "მთის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრმა". დაიწყო არქეოლოგიური ექსპედიცია, გაიწმინდა მიდამო და აღმოჩნდა მე-10 საუკუნის პატარა დარბაზული ტიპის ტაძარი, რომლის შესახებ აქამდე არაფერი არ ვიცოდით", - განმარტავს ის.

მისივე თქმით, შემორჩენილი ტაძრის კედლები, დაახლოებით, ორ მეტრს უტოლდება.


ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.