ახალი ამბები
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა დარჩელში ოფისი გახსნეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და წინასაარჩევნოდ რეგიონული ოფისი გახსნეს.

კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანა წითლიძემ სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ წელს საარჩევნო ველი ზუგდიდში და, ზოგადად, სამეგრელოში განსხვავებულია. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც რეგიონში ბოლო არჩევნებზე მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ, რადიკალურად შეიცვალნენ.

"ძალიან დიდი მადლობა თორმეტწლიანი უღალატო ბრძოლისთვის, მადლობა თორმეტწლიანი უღალატო ერთგულებისთვის. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით უნდა შევიდეს ბრძოლაში, უნდა იყოთ ჩვენი სოფლის, ჩვენი უბნის წარმომადგენლები. სწორედ თქვენს მტკიცედ დგომაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ დავიცავთ ჩვენ ჩვენს ხმებს. მე აქ ვხედავ უამრავ ისეთ ადამიანს, რომელსაც არაერთი ომი აქვს გადატანილი არჩევნების დღეს, ხმების დაცვის დროს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!". - თქვა მან.

თინათინ ბოკუჩავამ ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის არჩევნებში სამეგრელოს როლზე და განმარტა, რომ ისტორიულ ცვლილებებში, რომლებმაც ქვეყანას კეთილდღეობა და ევროატლანტიკური პერსპექტივა მოუტანა, სამეგრელოს წვლილი ყოველთვის განსაკუთრებულია.

"როგორ შეიძლება, რომ სამეგრელოს მსგავსი პოტენციალის რეგიონი არ ცხოვრობდეს კეთილდღეობაში. ერთადერთი ამის მიზეზი არის ის კორუფცია, კლანური მმართველობა, რაც მოიტანა ივანიშვილმა 12 წლის მანძილზე. ჩვენ გვაქვს შანსი, ჩვენ გვაქვს არჩევანი 26 ოქტომბერს, რომ ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში, ან სიღატაკე იზოლაციაში და დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო და მთელი საქართველო აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის რეალური არჩევანი, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ", - აღნიშნა ბოკუჩავამ

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებენ. დღეს ისინი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდებიან. 


ფოტო: ანა წითლიძის ფეისბუქ გვერდი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.