ახალი ამბები
მერიას გრანტი "რუსული კანონის" მიღების გამო გაუუქმდა - წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა
წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიღებული გრანტი მას შემდეგ გაუუქმდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო.

"პრაქტიკაში და ქმედებაში რას გვაძლევს ან რას გვართმევს "რუსული კანონი" დასავლეთთან ურთიერთობაში: წალენჯიხის მერიამ გრანტი მიიღო და იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ჯიუტად მიიღო "რუსული კანონი", გრანტი შეჩერებულია. ტურიზმის სტრატეგია წალენჯიხაში, ფაქტობრივად, გაუქმებულია. ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩავეხსენით ჩვენს მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას და რაც აქ ხდება, ყველაფერი ჩვენს მიერ დეკლარირებულია, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტები ამას არ აღნიშნავენ. მე თქვენ გეუბნებით, რომ წალენჯიხის მერიას გრანტი გაუუქმდა იმის გამო, რომ რუსული კანონი ჯერჯერობით, მოქმედებს საქართველოში", - თქვა მან მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე.

ხარჩილავამ წაიკითხა წერილი, რომელიც მერიამ მიიღო. მასში საუბარია გრანტის გაუქმებაზე და აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზს ადგილობრივ ხელისუფლებას აუცილებლად აცნობებენ.

შეგახსენებთ, 1 აგვისტოდან ე.წ უცხოელი აგენტების კანონი ძალაში შევიდა. ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირებას გულისხმობს და ის სავალდებულოა ყველა ორგანიზაციისთვის, რომლის მთლიანი შემოსავლის (1 წლის განმავლობაში) 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნისგან მიღებული დაფინანსებაა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, კანონპროექტი პირველი მოსმენით - 17 აპრილს, მეორე მოსმენით - 1 მაისს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა მას ვეტო 18 მაისს დაადო.

საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. მის გასაპროტესტებლად ქვეყანაში საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობდა, მოქალაქეების ნაწილი განმარტავს, რომ კანონის მიღებით ხელისუფლებამ დასავლური კურსიდან გადაუხვია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
დღის სიახლეები
14 / ოქტომბერი 2024
აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსულმა ელექტრომატარებელმა "ლასტოჩკამ" წარმატებით განახორციელა სატესტო რეისები ოკუპირებულ სოხუმში. 
14 / ოქტომბერი 2024
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა"-ს დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.
14 / ოქტომბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი, რომელიც უკვე მეორე დღეა გადაკეტილია, 16 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაიხსნება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში უთხრეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.