ახალი ამბები
ქართული ოცნების მხარდამჭერები დარჩელის შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით - ანა წითლიძე
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ანა წითლიძის ინფორმაციით, გუშინ ღამით, დარჩელში, პარტიის ოფისში ქართული ოცნების აქტივისტებს პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ. მისი თქმით, ისინი შტაბში მუქარითა და შეურაცხყოფით შევიდნენ.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით. ერთ-ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი, "ოცნების" აქტივისტი. პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, დათო კოდუას მამა, რომელმაც ჩემი შტაბის წევრს უთხრა: "დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო"

ჩვენი შტაბის არც ერთი წევრი, არც ერთი აქტივისტი არ მისულა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პროვოკაციის მოსაწყობად. ქართული ოცნების არც ერთ შტაბს ჩვენი აქტივისტები არათუ არ გაკარებიან, ბუკლეტების დარიგებისას ვაფრთხილებ, ახლომახლო არც დაარიგონ რომ ნებისმიერი პროვოკაცია თავიდან ავირიდო", - წერს იგი.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის რადიო "ათინათმა" დავით კოდუას პრესსამსახურს მიმართა და მათგან პასუხს ველოდებით.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრები ადგილობრივ მოსახლეობას პირველ სექტემბერს შეხვდნენ და წინასაარჩევნოდ რეგიონული ოფისი გახსნეს. მანამდე, 15 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში "ქართული ოცნების" დელეგატად გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით კოდუა წარადგინა. მისი თქმით, ის რეგიონში პარტიის სარჩევნო კამპანიას გაუძღვება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.