ახალი ამბები
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად ლევან მგალობლიშვილი წარადგინეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად ლევან მგალობლიშვილი დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაცია ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ საკუთარ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

"ბატონო ლევან მგალობლიშვილი, სოხუმის მკვიდრი, ჩვენი თანამემამულე, აფხაზეთელი, წარდგენილი არის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. დაველოდებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მივიღებთ თანხმობას, მერე უკვე გაგრძელდება პროცედურები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული", - აღნიშნა გამახარიამ.

მგალობლიშვილი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი და წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერია.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს, რუსლან აბაშიძემ, რომელიც აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა, სოციალურ ქსელში თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერა. მას გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არ დაუსახელებია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.