რეგიონი
ზუგდიდის მაზრაში განვითარებული მოვლენების შესახებ წიგნის დასაბეჭდად 7 500 ლარის ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზუგდიდის მაზრაში განვითარებული მოვლენების შესახებ ბეჭდური სახით წიგნის გამოცემისა და საექსპოზიციო ფოტომასალების დასაბეჭდად 7 500 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მერიამ 1924 წელს ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის აჯანყების მოწყობის 100 წლის თარიღთან დაკავშირებით წიგნის გამოცემა გადაწყვიტა.

,,გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაეცემა საბეჭდი ფაილის ელექტრონული ვერსია.წიგნის დაბეჭდვამდე საბოლოო დიზაინის (დაკაბადონება, გარეკანის და შიდა პაკეტის დიზაინი) შეთანხმება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მცირეოდენი კორექტივები შეიტანოს დიზაინში'', - აღნიშნულია სახელმწუფო შესყიდვების გვერდზე.

ამავე დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ, 200 გვერდიანი წიგნი უნდა დაბეჭდოს. აქვე შედის დიზაინი, დაკაბადონება, საექსპოზიციო ფოტომასალების ბეჭდვა და ტექსტის თარგმნა ინგლისურ ენაზე.

ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს ,,საჩინომ’’ მიიღო.

ასევე, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ წიგნები ხელშეკრულების დადებიდან 20 სამუშაო დღეში უნდა დაბეჭდოს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.