რეგიონი
ვეტერინარებს სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა აეკრძალებათ - დადგენილება
2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა იკრძალება.

როგორც მთავრობის ამ დადგენილებაშია აღნიშნული, ვეტერინარებს საქმიანობისთვის შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის აღება დასჭირდებათ, რომლის მოქმედების ვადაც 2030 წლის პირველ იანვრამდე იქნება განსაზღვრული.

როგორც დადგენილებაში წერია, ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების მიზანია, უზრუნველყოს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარება, შესაბამისი პროფესიული და პრაქტიკული მომზადება/გადამზადება, მათ პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მათი უფლებების დაცვა, ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გამოყენებით საქართველოს აგრარული სექტორისა და მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური ვეტერინარული მომსახურების გაწევა.

დადგენილების თანახმად, 2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიმართვის საფუძველზე, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატს, ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად.

სერტიფიკატი 5-წლიანია და ვადის გასვლის შემდეგ, ბენეფიციარმა გამოცდა თავიდან უნდა ჩააბაროს.

დადგენილება
2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.