ახალი ამბები
ინალ არძინბა სოხუმში დაბრუნდა - ტელეგრამის არხები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა სოხუმში დაბრუნდა. აფხაზური ტელეგრამ არხის “აფხაზური პორტალის” ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა “მოსკოვში სამსახური ვერ იპოვა, ხოლო მისი პროექტი ბელარუსის სივრცის დაპყრობის შესახებ, ისევე როგორც მისი სამსახიობო როლი პირველ რუსულ არხზე, ჩაიშალა”.

ტელეგრამ არხის თანახმად, არძინბას დაბრუნებასთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში გააქტიურდნენ სხვადასხვა ანონიმური რესურსები, ისინი “ტალახს ესვრიან ქვეყნის პატრიოტებს, რომლებიც ერთ დროს ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზეთის მიწების გაყიდვის სავარაუდო გეგმებს”.

ამავე პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ არძინბა აქტიურად თანამშრომლობს ასლან ბჟანიასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დასაქმებასთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამ „თანამდებობას“, ამჟამად აბესალომ კვარჩია იკავებს.

აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან 7 მაისის განკარგულებით გაათავისუფლა და მისი მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას.

მოგვიანებით, არძინბამ დაწერა, რომ თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით დატოვა და რუსეთში ტელეწამყვანი გახდა.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა

აფხაზი პოლიტიკოსი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014 - 2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა. ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს. უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არძინბა ხშირად გამოდიოდა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკით .

2023 წლის ნოემბერში, არძინბამ განაცხადა, რომ  "კარს დაუხურავს" ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ და მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერტიფიკატების გაცემა. USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი კი „აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.

არძინბამ აქტიურად დაუჭირა მხარი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას. დოკუმენტი განსახილველად გადაეცა ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“. აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2024 წლის 8 თებერვალს, ე.წ. პარლამენტში შეიტანა „კანონპროექტი“ „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“, რასაც სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. 





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
Rakuten Viber-მა, გლობალურმა უსაფრთხო შეტყობინებების პლატფორმამ და სუპერ აპლიკაციამ, კომუნიკაციის დაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ახალი გადაწყვეტილებები გამოუშვა. ამიერიდან, ბიზნესს შეუძლია სწრაფად
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
დღის სიახლეები
13 / ნოემბერი 2024
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია სათანადო სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან მიმართებით.
13 / ნოემბერი 2024
გუდაუთის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იტყობინება, აფხაზური "სახელმწიფო ავტოინსპექციის"  უფროსის დამეი ავიძბას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
13 / ნოემბერი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში აღირიცხა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
08 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.