ახალი ამბები
აფხაზური ოპოზიციის ნაწილი რუსეთის მხარდამჭერი მიტინგისკენ მოუწოდებს „ხელისუფლებას“
აფხაზური ოპოზიციური ძალების ნაწილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლებას მოუწოდებს „სასწრაფოდ და დაუყონებლივ გამოაცხადოს სახალხო აქცია, რომელზეც „აფხაზეთის მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ურთიერთობებისადმი თავის ერთგულებას “.
„ეხო კავკაზას“ თანახმად, მიმართვას ხელს აწერენ „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები „აიდგილარა“ და „აიააირა“, ასევე ექსპერტთა ფონდი - "აამტა".

მიმართვის ხელმომწერები აცხადებენ, რომ გარკვეული ძალები „ცდილობენ აფხაზ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას დააბრალონ სტრატეგიულ პარტნიორთან, მეგობართან და მეზობელთან ურთიერთობის გართულება“.

„.. რაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს მტრებს მანიპულირებისა და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მიზნით. ჩვენ, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების ესკალაცია. და აქ საუბარია არა ფინანსურ დახმარებაზე, არამედ სტრატეგიულ ალიანსზე, რომელიც დამყარებულია კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა. მიზეზად აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ შემდეგი ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება:

- ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
- რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
- რუს ინვესტორებზე შეზღუდვების მოიხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).

აფხაზური ტელეგრამის არხების თანახმად, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან დმიტრი კოზაკან განიხილა „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე „დეპუტატებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. კანონპროექტი , რომელიც ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიეს, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში აპარტამენტების მშენებლობას ითვალისიწნებდა.  ამავე ცნობით, შეხვედრა 29 აგვისტოს გაიმართა და შედგა კოზაკი - ბჟანიას ოქმი

გარდა ამისა, მოსკოვი აპირებს სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მოუწოდოს, მინიმუმამდე დაიყვანონ „აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან კონტაქტი რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებისადმი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
დღის სიახლეები
15 / ოქტომბერი 2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს პერიოდულად აქვეყნებს.
15 / ოქტომბერი 2024
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე ირაკლი ეშბა დაიღუპა.
15 / ოქტომბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.