ახალი ამბები
ხობის სამონასტრო კომპლექსისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ბიუჯეტიდან 1 887 084 ლარით დაფინანსდება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხობის სამონასტრო კომპლექსისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 887 084 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც მშენებლობისთვის საჭირო პროექტის შედგენას, ასევე ადგილზე სამუშაოების ჩატარებას.

ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი, შპს "დაგი" მონაწილეობდა. მან შემსყიდველს 1 887 084 ლარი შესთავაზა.

ტექნიკური დავალების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოების ესკიზი და კონცეფცია უნდა შეიმუშაოს, რაც გულისხმობს: სრულ არქიტექტურულ, სრულ კონსტრუქციულ, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემების პროექტებს, ასევე მშენებლობის ორგანიზების გეგმა-გრაფიკს.

ხელშეკრულება კომპანიასთან მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გაფორმდა და ის ძალაში 2027 წლის ჩათვლით იქნება.


ფოტო: Georgian Travel Guide
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.