ახალი ამბები
აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია, - ვიაჩესლავ ჩირიკბა
„აფხაზეთი დადებითად აღიქვამს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეას, მაგრამ აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციაზე საუბარიც ზედმეტია“, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა და ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ TASS- თან განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით სერგეი ლავროვის განცხადებას რუსეთის მზადყოფნის შესახებ, მომავალშიც შეუწყოს ხელი აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესს. თავისთავად, ურთიერთობების ნორმალიზების იდეა, არ შეიძლება დადებითად არ იყოს აღქმული, მაგრამ საქართველომ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან ვერ დაიწყება და მხოლოდ ბოდიში არ შეცვლის სიტუაციას – ჩვენს ქვეყნებს მძიმე კონფლიქტი და პრაქტიკულად ცივი ომის ხანგრძლივი პერიოდი აშორებს. აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციასა და საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარიც ზედმეტია. აშკარაა, რომ ყოფილი საქართველოს სსრ ვეღარ აღდგება და აქ სრულიად განსხვავებული მიდგომებია საჭირო”, – განაცხადა ჩირიკბამ.

პოლიტიკოსის თქმით, “აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც აღიარებულია რუსეთისა და რიგი სხვა ქვეყნების მიერ და ის მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას აპირებს მეგობრებისა და მოკავშირეების, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის, დახმარებაზე დაყრდნობით”.

“თბილისმა უნდა გაიაზროს, რომ მხოლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ შეიძლება დაასრულოს ეს კონფლიქტი და გახსნას ახალი ერა აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში”, – აღნიშნა მან

ჩირიკბას თქმით, მტრის მდგრადი იმიჯის შესაცვლელად, თბილისმა “მიდგომებში რეალური ცვლილებები უნდა შეიტანოს და დაამტკიცოს საკუთარი მშვიდობიანი განცხადებების გულწრფელობა“, მაგალითად, ხელი შეუწყოს “აფხაზური პასპორტების საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტებად აღიარებას, ხელი არ შეუშალოს აფხაზ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, კულტურულ და სამეცნიერო მოღვაწეებსა და ბიზნესს გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, შეწყდეს აფხაზეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიის წოდება და გაუქმდეს შესაბამისი კანონი”.

„შეზღუდული რუსული კონტინგენტი აფხაზეთში ხომ სწორედ საქართველოს მხრიდან განმეორებითი აგრესიის საფრთხის გამო იმყოფება აფხაზეთის ხელისუფლების მოთხოვნით“,– აღნიშნა ჩირიკბამ.

მან სინანული გამოთქვა, რომ “მოლაპარაკების პროცესი დიდი ხანია პრაქტიკულად ჩიხშია შესული, ძირითადად იმის გამო, რომ ქართულ მხარეს არ სურს, ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ”.

“ამ ვალდებულების მიღებაზე კუტად უარის თქმა, შესაძლოა მხოლოდ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ძალის გამოყენების უფლების დატოვების სურვილით შეიძლება აიხსნას. თუ საქართველოს სურვილი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი გულწრფელია, რატომ არ უნდა დაადასტუროს ეს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით? მაგრამ არც სოხუმს და არც ცხინვალს არ სჯერათ უბრალო სიტყვების, რაც არ უნდა ტკბილი იყოს ისინი, და ამისთვის ყველა მიზეზი აქვთ”, – განაცხადა ჩირიკბამ.

მანამდე, რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას და აღნიშნა, რომ "რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას".

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.

კალაძის განცხადებას სოხუმში უპასუხეს და თბილისს მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის დაეხმაროს საქართველოს „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების“ პროცესში, თუკი „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
დღის სიახლეები
15 / ოქტომბერი 2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს პერიოდულად აქვეყნებს.
15 / ოქტომბერი 2024
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე ირაკლი ეშბა დაიღუპა.
15 / ოქტომბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული  სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.