მარტვილში, სოფელ სალხინოში, ორსულ ქალს ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფრომაციით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 276 - ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები