ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტები არჩევებისთვის რეგისტრაციას ფაქტობრვი მისამართზე შეძლებენ - ცესკო
ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ.

ოპოზიციის მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტზე ცესკომ გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.  

კენჭისყრამდე დადგენილების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმაც ისაუბრა.

„მე ვუერთდები კოლეგების მოწოდებებს იმის თაობაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს ერთსულოვნება და ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში, რომლებიც კანონის შესაბამისად გაივლიან სათანადო პროცედურებს ან უკვე გაიარეს- საუბარია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაზე, საუბარია საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბნებზე თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში რეგისტრაციის გავლაზე, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების ნაწილი ამბობს, რომ ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. მათი განმარტებით, ისინი რეგისტრირებული არიან საქართველოს საკონსულოებში, აქვთ ქართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა, იმ მიზეზით, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართი არ აქვთ და მათი რეგისტრაციის ადგილი აფხაზეთია, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ.

ამასთან, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნება მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად.

ამავე თემაზე:

ომბუდსმენი ცესკოს მოუწოდებს აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს

საგანგაშოა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების საარჩევნო უფლება ირღვევა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.