ახალი ამბები
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველებს პირადობებს ართმევენ - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს პერიოდულად აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, 11 ოქტომბერს წინასაარჩევნო სავარაუდო კანონდარღვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა.

" გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი. მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში", - ვკითხულობთ თI-ს ვებ გვერდზე.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე, ისევე როგორც ამომრჩევლის ხმის ფარულობა, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით; ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება კი შესაძლოა სწორედ იმ შიშის დანერგვას ემსახურებოდეს, რომ მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზანს ემსახურებოდეს.

TI-ის ცნობით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა არის მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.

მათი თქმით, აუცილებელია ამ გარემოებების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.