ახალი ამბები
აფხაზეთში ელექტროენერგიაზე 4 საათიანი გრაფიკი დაწესდება - „ჩერნომორენერგო“
ნოემბრის პირველი რიცხვებიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა .

მისივე განმარტებით, ზამთრის პერიოდთან დაკავშირებული ენერგოდეფიციტის გამო, დენი დღე - ღამეში 4 საათით გაითიშება. 

„ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი 260 მილიონ კვტ/სთ -ს შეადგენს, ამასთან დაკავშირებით "ინტერ რაო"-სთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 1 ნოემბრიდან დაიწყოს 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთიდან (ნოემბრისთვის 60 მლნ კვტ/სთ და დეკემბრისთვის 120 მლნ კვტ/სთ)“, - უთხრა "ტასს"  ჯინჯოლიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სოხუმი რუსეთიდან მიღებულ ელექტრეოენერგიაში კომერციულ ფასს გადაიხდის. მისივე თქმით, ის, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია, დამოკიდებულია ენგურჰესის კაშხალში წყლის დონეზე, შემოდინებასა და სადგურის შესაძლებლობებზე.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა, „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის“ გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც აფხაზეთი ყოველ ზამთარს იღებს, კომერციული ფასი უნდა გადაიხადონ.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, მზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.