ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების მოცულობა 138 371 368 ლარია - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში იზრდება კორუფციული შემთხვევები.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების მოცულობა 138 371 368 ლარია.

"კორუფციის რუკის" განახლებულ ვერსიაში არიან სენაკის მერი ვახტანგ გადელია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა.

"ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიები შპს "როუდ პლიუსი" და შპს "ბილდინგ გრუპ 17" ადგილობრივ შესყიდვებში იმარჯვებენ.კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 32,017,296 ლარის ტენდერები მიიღეს. აქედან 15,160,638 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა ჯაიანის კომპანიამ შპს "ევრომშენი 999" შესყიდვებიდან 2016-2018 წლებში 1,628,151 ლარი მიიღო. კომპანიისაგან მომსახურებას, ძირითადად, ზუგდიდის მერია ყიდულობდა, ამ პერიოდში კი ლაშა ჯაიანი სატენდერო კომისიის წევრიც იყო", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ცნობით, "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" ყოფილი დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის კომპანიებმა 692,223 ლარის შესყიდვები მიიღეს 2011-2018 წლებში.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ორგანიზაციის ცნობით, სენაკის მერის ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ - სს "არქეოპოლისმა" ვახტანგ გადელიას მერად არჩევის შემდეგ სენაკის მერიიდან 22,812,462 ლარის შესყიდვები მიიღო, ბიძაშვილის იოსებ გადელიას კომპანიამ შპს "ინდიკომ" კი 935,160 შესყიდვები.

" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ოჯახის წევრების კომპანიებმა, რომლებიც ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან, 2012 წლიდან დღემდე, 4,301,516 ლარის შესყიდვები მიიღეს. ასევე დავით გოგუასთან და მმართველ პარტიასთან დაახლოებულები არიან ჯამბულ და სალომე პაპავები, რომელთა კომპანიამ ამავე პერიოდში 1,080,842 შესყიდვები მიიღო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

TI-ში განმარტავენ, რომ საქართველოს რეგიონებში მომატებული კორუფციული შემთხვევები უკონტროლო სახეს იღებს, რადგან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
20 / დეკემბერი 2025
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
25 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.