ახალი ამბები
ლუკაშენკოს კომპანიას ოჩამჩირეში 20 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცეს - ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ, უხეშად უპასუხა ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის მოთხოვნას, რომელმაც მანამდე გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალები აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინტერესების შესახებ და შეეცადა აფხაზურ „საგამოძიებო უწყებასთან“ დეტალების გარკვევას, წერს „ეხო კავკაზა“.

”ალექსანდრ გრიგორიევიჩი სამართლიანად მიიჩნევა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სახელმწიფო მოღვაწედ, ის მაგალითია პასუხისმგებლობიანი ლიდერის, რომელიც მტკიცედ იცავს თავისი ხალხის ინტერესებს, რომელსაც პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანაში”, - განუცხადა „გენერალურმა პროკურატურამ“ ბელარუსის საგამოძიებო ცენტრს და დასძინა, რომ ”აფხაზეთის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებისადმი მსგავსი პროვოკაციული მიმართვების განმეორების შემთხვევაში, მათ ავტორებს დაუყოვნებლივ გაუყენებენ სამი ასოსგან შემდგარ ცნობილ მარშრუტს“.

13 ოქტომბერს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრმა გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, მის მიერ კონტროლირებად კომპანიას, 20 ჰექტარზე განთავსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა, „დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად“, კერძოდ კი ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, შავი ზღვის სანაპიროზე, სანატორიუმის და საკურორტო კომპლექსის მშენებლობისთვის.

„ამავდროულად, მიწის ნაკვეთის ღირებულებამ შესაძლოა, მილიონობით დოლარი შეადგინოს. სოფელ კინდღის რაიონში ფასი იცვლება ზღვასთან სიახლოვის მიხედვით. მაგალითად, წყლიდან ას მეტრში 1 ჰექტარი მიწა 31 მილიონ რუსულ რუბლად (დაახლოებით 320 ათას დოლარად) იყიდება. ამ ხარჯიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 20 ჰექტარზე ფართობი, დაახლოებით, 6,4 მილიონი დოლარი დაჯდება. "ჟემჩუჟინა 2010"- ის მიწის ნაკვეთი, პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სავარაუდოდ, მისი ფასი კიდევ უფრო მაღალია", - წერენ გამომძიებლები.

ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია, თუმცა, 2022 წლის 28 სექტემბერს ის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

2023 წლის ოქტომბერში კი აფხაზური დელეგაცია გაემგზავრა მინსკში, "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების ჩასატარებლად".


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.