ახალი ამბები
სოხუმი მოსკოვიდან მოწოდებული ელექტროენერგიისთვის კომერციულ ფასს გადაიხდის
მოსკოვის მიერ სოხუმისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის კომერციული ფასი კვტსთ - ზე 4 რუბლს შეადგენს, რისი გადახდაც წელს მოუწევთ, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განუცხადა ადგილობრივ ტელევიზიას. 

მისივე განმარტებით, ზამთრის პერიოდში, ისინი ელექტროენერგიის სოციალურ ნაკადს ვერ მიიღებენ რუსეთიდან, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

„2024 წელს სოციალური ნაკადი 302 მილიონ კვტ/სთ - ს შეადგენდა, 2025 წელს დაგეგმილი ნაკადის მოცულობა 326 მილიონი კვტ/სთ-ია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, 2025 წლის დასაწყისიდან გვექნება შესაძლებლობა ისევ მივიღოთ ეს სოციალური ნაკადი“, - განაცხადა ნანბამ.

მანამდე, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ ნოემბრის პირველი რიცხვებიდან ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდება.

„ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი 260 მილიონ კვტ/სთ -ს შეადგენს, ამასთან დაკავშირებით "ინტერ რაო"-სთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 1 ნოემბრიდან დაიწყოს 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთიდან (ნოემბრისთვის 60 მლნ კვტ/სთ და დეკემბრისთვის 120 მლნ კვტ/სთ)“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამჯერად სოხუმი რუსეთიდან მიღებულ ელექტრეოენერგიაში კომერციულ ფასს გადაიხდის.

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა, „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის“ გამო, რაც ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც „აფხაზეთი ყოველ ზამთარს იღებს, კომერციული ფასი უნდა გადაიხადონ“.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
20 / დეკემბერი 2025
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
25 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.