ახალი ამბები
სოხუმსა და მოსკოვს შორის „ვაჭრობის რეჟიმში“ ცვლილებები შევიდა
რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმას წარუდგინა რატიფიკაციის ოქმი, მოსკოვსა და სოხუმს შორის საქონლით ვაჭრობის რეჟიმის 2012 წლის 28 მაისის „მთავრობათაშორის შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ. ოქმს ხელი მოეწერა გროზნოში, 2024 წლის 16 ივლისს, წერს „ტასი“.

დოკუმენტი მიზნად ისახავს რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში „ექსპორტირებულ“ საქონელზე საექსპორტო საბაჟო გადასახადების გამოუყენებლობის დარეგულირებას.

ეს საშუალებას მისცემს შექმნას უფრო ხელსაყრელი პირობები საქონლის ფართო ასორტიმენტზე, მათ შორის კვების პროდუქტების, აღჭურვილობის, ნედლეულისა და სამშენებლო მასალების ფასზე დადებისთვის.

„ეს შექმნის ხელსაყრელ საფასო პირობებს პროდუქციის მნიშვნელოვანი ჩამონათვალისთვის. სიაში შედის სურსათი, აღჭურვილობა, ნედლეული და სამშენებლო მასალები. პასუხისმგებელ ორგანოებს ეძლევათ სრული უფლებამოსილება კოორდინაცია გაუწიონ მითითებული საქონლის ნომენკლატურასა და მოცულობას“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ პროტოკოლის დროებითი გამოყენება აუცილებელია, რადგან „საქონელი, რომელზედაც შემოთავაზებულია საექსპორტო ტარიფების არგამოყენება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს აფხაზეთის ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაში“.

მიმდინარე წლის სექტემბერში, მოსკოვმა და სოხუმმა დაამტკიცეს საქონლის ჩამონათვალი და მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა მოხმარებისთვის „უბაჟოდ“ შეიტანენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
23 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.