ახალი ამბები
ეს ფაქტიურად აფხაზური მიწების სამუდამოდ გასხვისების გზაა, - აფხაზური ოპოზიცია რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულებაზე.
რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების მოწინააღმდეგეთა შტაბი “Апсны Хабар”, აფხაზურ ტელეგრამ არხზე წერს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მორიგ ხრიკს ამზადებს აღნიშნული კანონპროექტის დასამტკიცებლად, რისთვისაც ცდილობს ბიჭვინთის „სქემა“ აამოქმედოს.

„მიწასთან, გირაოსთან და ობიექტების მესამე პირებისთვის გადაცემასთან დაკავშირებული მუქარა რეალურ საფრთხეს უქმნის აფხაზეთის სუვერენიტეტს, ეს ფაქტიურად აფხაზური მიწების სამუდამოდ გასხვისების გზაა“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

“Апсны Хабар” - ის წარმომადგენლების განცხადებით, საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებამდე იგეგმება კონსტიტუციური კანონის მიღება „მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ“.

„რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არც აპარტამენტებია და არც აპარტო-ოტელები. ამ მანიპულაციის მიზანია საინვესტიციო ხელშეკრულების ფორმალურად შენიღბვა, ამ შეთანხმებაში დარჩენილი ერთ-ერთი საფრთხის „მოცილების“ მცდელობით. თუმცა, აშკარაა, რომ თუ ხელისუფლება ნამდვილად აპირებს აფხაზური ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვას, მხოლოდ მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ კანონი საკმარისი არ არის. კიდევ ასი კანონი იქნება საჭირო, რათა როგორმე გააუმჯობესოს აფხაზეთის პოზიცია ამ შეთანხმებაში.

არსებობს მოკლე გზაც - არ მოხდეს ამ დამაზიანებელი შეთანხმების რატიფიცირება“, - აღნიშნავენ ისინი, ამავე შეტყობინებაში. 

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი უახლოეს სესიაზე გეგმავს განიხილოს „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი

ოქტომბრის ბოლოს სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს. დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიცირებას.

აფხაზური ოპოზიციის ნაწილი ამ დოკუმენტის წინააღმდეგ გამოდის და მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს "ოლიგარქიის გაფართოებას".

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების მოთხოვნით.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.