ახალი ამბები
"გაჟონა მასწ" - ზუგდიდში საპროტესტო სტენსილი გამოჩნდა (ფოტო)
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში კიდევ ერთი საპროტესტო სტენსილი წარწერით "გაჟონა მასწ" გამოჩნდა. მასზე გამოსახულია პედაგოგი და შავი წერტილი. რადიო "ათინათს" სტენსილის ავტორმა როსტომ ზარანდიამ უთხრა, რომ ამ ფორმით მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

"თუ გახსოვთ "ქართული ოცნების" აქციაზე, ავტობუსში ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც პედაგოგი აღმოჩნდა, დაგვემანჭა. ეს კადრი მთელმა საქართველომ ნახა. წერტილი კი გამოხატავს საარჩევნო ბიულეტენზე გაჟონილ არჩევანს, რითაც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. სამწუხაროდ, მასწავლებლები სისტემური პრობლემის ნაწილი არიან. ყველა ხელისუფლება იყენებს მათ არჩევნების გაყალბებისთვის. თავდაპირველად მსურდა წარწერა "წლის ბოლოს ჩვენ გავიცინებთ, მასწ" ყოფილიყო. შემდეგ, თვალები მოვაშორე და მის ნაცვლად, არჩევნების გასაპროტესტებლად წერტილი დავუტოვე", - ამბობს ზარანდია.

მისი თქმით, სამოქალაქო პროტესტი სხვადასხვა ფორმით კვლავაც გაგრძელდება.

ცნობისთვის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ცენტრალურ ქუჩებში საპროტესტო წარწერებით და ბანერებით აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ, კოალიცია ,,ცვლილებისთვის" ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამეგრელო - ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობისა და ზუგდიდის მერიის წინ პროექტორით გამოსახეს წარწერები "არჩევნები გაყალბდა სახელოვნად" და "ქოცებმა მომავალი მოგვპარეს". იქამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფასადზე სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი წარწერით "გაჟონილია" გადმოფინეს.

ამავე თემაზე:

"გაჟონილია" - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფასადზე ბანერი გადმოფინეს

ზუგდიდის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა (ფოტო)

"არჩევნები გაყალბდა სახელოვნად" - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა (ფოტო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.