ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ დამკვირვებლებისთვის უფლებამოსილების შეზღუდვაზე ISFED-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 67-ე საარჩევნო ოლქის მე-9 და მე-12 უბნებზე ISFED-ის დამკვირვებლებისთვის უფლებამოსილების შეზღუდვაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონულმა ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ უთხრა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნების კომისიის თავმჯდომარეები და „ქართული ოცნების“ დროებით შექმნილი ორგანიზაციის დამკვირვებლები „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებზე ზეწოლას ახდენდნენ.

„ჩვენმა დამკვირვებლებმა ვერ მოახერხეს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულება და ორივე გააძევეს უბნებიდან. ეს გავასაჩივრეთ ოლქის დონეზე, რაც არ დააკმაყოფილეს. შემდგომ, სასამართლოში გავასაჩივრეთ, ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, რადგან არ გვახსოვს პრეცედენტი, როდესაც სამართლიანი არჩევნების სარჩელი დააკმაყოფილა. ორივე შემთხვევაში გვქონდა ვიდეო მტკიცებულებები და ნათლად ჩანდა, როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩვენს დამკვირვებლებზე. ეს არ გახდა მოსამართლისთვის ობიექტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა“, - ამბობს ის.

ლოგუას განმარტებით, ორგანიზაცია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებშიც გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები, რომლებიც ზუგდიდის, სენაკისა და ხობის ცალკეულ უბნებზე 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას ეხებოდა, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.