ახალი ამბები
სოხუმიდან "გაქცეული" ბჟანია აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის .წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, მას შემდეგ, რაც სოხუმში მომტინგეები „პარლამენტში“ შეიჭრნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს, განაცხადა, რომ გადადგომას არ გეგმავს.

“მე გთხოვთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მე აქ ვარ, აფხაზეთში და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ მივმართავთ ყველა ძალისხმევას ამ მოვლენების შედეგების აღმოსაფხვრელად“, - ამბობს წუხელ, გვიან ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

შემდეგ, გამოქვეყნდა მეორე ვიდეოც, რომელიც ასახავს ბჟანიას ჩასვლას თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში. მისმა პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, "პრეზიდენტმა" რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი.

ტელეგრამის არხები იტყობინებოდნენ, რომ სანამ ბჟანიას დაცვის უფროსი ხალხის ყურადღების გააფანტვას ცდილობდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა პროტესტის მონაწილეებთან, აფხაზი ლიდერის დაცვის წევრებმა ის მიწისქვეშა გადასასვლელით გაიყვანეს შენობიდან.

ამავე ცნობით, ბჟანია ვლადისლავ სურკოვის რეზიდენციაში, დაცვის ქვეშ იმყოფებოდა და მოსკოვსა და სტამბოლთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა საკამათო კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა და პარლამენტის დათხოვნა.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, ბჟანიას პრესსამსსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ე.წ. ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს მოსკოვსა და სოხუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების კანონპროექტის „პარლამენტიდან“ გაწვევის შესახებ.

გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ხელისუფლების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერებთან ასლან ბჟანიას გადადგომის გეგმებს ათანხმებდნენ. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, თითქოს მომიტინგეები რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზურ ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლასა და ესკალაციის პროვოცირებაში დასდო ბრალი.

ოპოზიცია მოელის, რომ „გაქცეული“ ბჟანია დღეს ისევ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა „ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს“.

15 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. 11 საათზე ჩანიშნული სესია იმ მიზეზით არ შედგა, რომ საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი.

თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების სდღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
14 / იანვარი 2025
ზუგდიდში, 17:00 საათზე სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან პროევროპული აქცია დღესაც გაიმართება. ამის შესახებ სამოქალაქო სოლიდარობის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.
14 / იანვარი 2025
პარტია "დროას" წევრი და აქტივისტი მარიამ სიჭინავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" დაკავებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ უთხრა.
13 / იანვარი 2025
დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა დააკავეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.