თოვის გამო სვანეთის გზებზე ავტოტრასპორტის გადაადგილება აკრძალულია									
			
		
						
			
			
			
								საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, 
აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ცნობით, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დეპარტამენტში განმარტავენ, რომ საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები