ახალი ამბები
ბჟანია აცხადებს, რომ გადადგება, თუ მომიტინგეები ე.წ. ადმინისტრაციის შენობას დატოვებენ
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა გადადგეს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები მისი ადმინისტრაციის შენობას დატოვებენ.
ამის შესახებ ასლან ბჟანიამ მის მშობლიურ სოფელ ტამიშში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.

„ამბობენ, რომ წავედი აფხაზეთიდან, აფხაზეთში ვარ. ჩვენ შევიკრიბეთ არა ჩემი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, არამედ სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ვინც პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია, იქიდან უნდა წავიდეს, რის შემდეგაც გამოვაცხადებ არჩევნებს და დავტოვებ თანამდებობას“, - განაცხადა მან.

მანამდე, ბჟანია აცხადებდა, რომ გადადგომას არ აპირებს.  

ოპოზიციური ძალების საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს  "პრეზიდენტის"   ადმინისტრაციასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.  

"ასლან ბჟანია უნდა გადაგეს, რათა ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს", - წერენ ისინი ტელეგრამის არხებზე. 

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, ბჟანიას პრესსამსსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ე.წ. ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს მოსკოვსა და სოხუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების კანონპროექტის „პარლამენტიდან“ გაწვევის შესახებ.

15 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. 11 საათზე ჩანიშნული სესია იმ მიზეზით არ შედგა, რომ საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი.

თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.