ახალი ამბები
აფხაზური ოპოზიცია დროებითი „მთავრობის“ ფორმირებაზე საუბრობს
იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა დროებითი მთავრობა შექმნას.

ამის შესახებ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ განუცხადა რუსულ "ტასს". 

„თუ პრეზიდენტი საღამომდე არ გადადგება, ჩვენ, საკოორდინაციო საბჭოსგან შევქმნით დროებით მთავრობას, მოვიწვევთ ყველა საჯარო მოხელეს სამუშაოდ, უზრუნველვყოფთ მათთვის სამუშაო პირობებს და გავაკონტროლებთ საჯარო მმართველობის პროცესს“, - განაცხადა გულიამ.

ოპოზიცია გამოდის წინადადებით, „პრემიერის“ და „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობაზე, არჩევნებამდე, "ფინანსთა სამინისტროს" ხელმძღვანელი ვლადიმერ დელბას კანდიდატურა დაასახელონ.

მანამდე, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მზადაა გადადგეს, თუ აქციის მონაწილეები მისი ადმინისტრაციის შენობას დატოვებენ.

უფრო ადრე, მან ვიდემიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებს.

მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.  თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.   მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის ღობე გაარღვიეს. 




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.