ახალი ამბები
სოხუმში აქციების დროს რუსეთისთვის არანაირი სამხედრო დახმარება არ მითხოვია, - ბჟანია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა “პრეზიდენტმა”, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმში საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია.

„არანაირი დახმარება არ მითხოვია. ერთადერთი ისაა, რომ საქმის ვითარებით დაინტერესდნენ და მე ვაცნობე“, - უთხრა ბჟანიამ „რია ნოვოსტის“.

ამავე ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მომავალ რიგგარეშე „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და თავის პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, შესაძლოა, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს.

თავად ბჟანია „პრეზიდენტის“ პოსტიდან 19 ნოემბერს გადადგა , რასაც წინ უსწრებდა ადგილობრივი ოპოზიციის პროტესტი.

მომიტიგეებსა და „მთავრობას“ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმება.

ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო სხდომა ჩაიშალა.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში „სამთავრობო შენობები“ და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაცია დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.

ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ გადადგა, სანაცვლოდ კი, დემონსტრანტებმა „სამთავრობო“ შენობები დატოვეს.

„პრეზიდენტის“ მოვალეობას „ვიცე-დროებით „ვიცე - პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა ასრულებს, ხოლო ალექსანდრე ანქვაბის ნაცვლად „პრემიერის“ პოსტი დროებით ვალერი ბგანბამ დაიკავა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.